სოციალური პასუხისმგებლობა
ეთიკური ბიზნეს პრაქტიკა
კომპანია საკუთარი საქმიანობის საფუძვლად იღებს პასუხისმგებლიანი და ეთიკური ბიზნესპრაქტიკის პრინციპებს, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს მომხმარებლის ფინანსური კეთილდღეობის დაცვა, თანამშრომელთა მხარდაჭერა და საზოგადოების მდგრად განვითარებაში წვლილის შეტანა.
პასუხისმგებლიანი დაკრედიტება
ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ პასუხისმგებლიან დაკრედიტებას, რაც გულისხმობს:
- მომხმარებლის საკრედიტო ტვირთის სრულყოფილ და ობიექტურ შეფასებას, რათა თავიდან იქნას აცილებული გადაჭარბებული ფინანსური ვალდებულებების წარმოშობა;
- საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფას, რათა მომხმარებელმა სრულად და ზუსტად შეაფასოს საკუთარი ფინანსური მდგომარეობა და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება;
- მომხმარებლის საჭიროებსა და შესაძლებლობებთან შესაბამისი საკრედიტო პროდუქტების სწორ შერჩევაში დახმარებას, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და პასუხისმგებლიან დაკრედიტებას.
თანამშრომელთა კეთილდღეობა
კომპანია ასევე დიდ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა კეთილდღეობასა და პროფესიულ განვითარებას. „ექსპრესკაპიტალ+“ ქმნის უსაფრთხო, თანასწორ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს, ხელს უწყობს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და კარიერულ წინსვლას.
მიზანი
ჩვენი მიზანია, „ექსპრესკაპიტალ+“ წარმოადგენდეს გამჭვირვალე, სანდო და სოციალური პასუხისმგებლობით გამსჭვალულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც ემსახურება მომხმარებლის ინტერესებს და მხარს უჭერს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.