კორპორაციული მართვა

კორპორაციული მართვა

ჯანსუღ ზეიშვილი

ნესტან აბაშიძე

დავით მსახურაძე

მირანდა ქათამაძე

დავით ნადირაშვილი

როსტომ თედორაძე

დავით მსახურაძე

მირანდა ქათამაძე

ჯანსუღ ზეიშვილი

გენერალური დირექტორი

ჯანსუღი ზეიშვილი — გენერალური დირექტორი

ჯანსუღი ზეიშვილი ფინანსურ სექტორში 25 წელზე მეტი გამოცდილების მქონე მენეჯერია, რომლის პროფესიული კარიერა ბანკინგის, აუდიტის, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ოპერაციების მართვის ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს. მის მიერ დაგროვებული მრავალმხრივი გამოცდილება გახდა საფუძველი „ექსპრეს კაპიტალ+“-ის შექმნისა და კომპანიის მუდმივი განვითარების.

ჯანსუღი ზეიშვილის კარიერა 1993 წელს საქართველოს საზღვაო ბანკში დაიწყო, სადაც 23.08.1993–26.04.1999 წლებში სათაო ოფისის შიდა აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდა.  ანალიტიკური უნარებისა და მაღალი პასუხისმგებლობის გამო, მალევე დაინიშნა ბანკის სხვადასხვა ფილიალის მენეჯერად:

1999–2001 — სს „საქართველოს საზღვაო ბანკი“, ხელვაჩაურის ფილიალის მენეჯერი

2001–2004 — ქობულეთის ფილიალის მენეჯერი

შემდგომში მუშაობდა ბანკის სალიკვიდაციო კომისიაში საკრედიტო ოფიცრად, სადაც პასუხისმგებელი იყო აქტივების მართვასა და ფინანსური ანგარიშვალდებულებების შეფასებაზე.

2004–2006 წლებში ჯანსუღი ზეიშვილი იყო სს „გაერთიანებული ქართული ბანკის“ ბათუმის ფილიალის მთავარი ბუღალტერი, ხოლო 2006–2011 წლებში — სს „ბანკი რესპუბლიკის“ ბათუმის ფილიალის მთავარი ბუღალტერი, სადაც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ფილიალის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფასა და ანგარიშგების მაღალი სტანდარტების დანერგვაში. პარალელურად ახორციელებდა პრობლემური აქტივების მართვას. 

2011–2012 წლებში მუშაობდა სსიპ „აგრო სერვისცენტრში“ საფინანსო დეპარტამენტის უფროსად, სადაც ხელმძღვანელობდა ფინანსური პროცესების ავტომატიზაციასა და ანგარიშგებების მომზადებას. 

2012-2013 – წლებში მუშაობდა სილქროუდ ბანკში – ბათუმი ფილიალის მმართველის პოზიციაზე.

2014 წლიდან ჯანსუღი ზეიშვილი არის კომპანია „ექსპრეს კაპიტალ+“-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. 

მისი ხელმძღვანელობით კომპანია ჩამოყალიბდა როგორც სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია

განათლება

ჯანსუღი ზეიშვილს განათლება აქვს მიღებული ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში (1995–2002), სპეციალობით — საზღვაო ტრანსპორტის ეკონომიკა და მენეჯმენტი. კვალიფიკაციით ეკონომისტი

ნესტან აბაშიძე

თავმჯდომარის მოადგილე

ნესტან აბაშიძე „მისო ექსპრესს კაპიტალ +“-ის გუნდს 2018 წელს შემოუერთდა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე. ის ხელმძღვანელობს დაკრედიტების მიმართულებას და კურირებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა საკრედიტო რისკების მართვა, სესხის პროდუქტების მეთოდოლოგია და ორგანიზაციის ფინანსური ანალიზი.
ფინანსურ სექტორში მას 27 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს – კარიერა 1998 წელს დაიწყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში, მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.
2001 წლიდან პროფესიული გზა საბანკო სექტორში გადაინაცვლა:
„პროკრედიტ ბანკი“ (ყოფილი MBG) – საკრედიტო ოფიცერი და შემდეგ საკრედიტო ჯგუფის ხელმძღვანელი
„საზღვაო ბანკი“ – საკრედიტო განყოფილების უფროსის მოადგილე
„ვითიბი ბანკი ჯორჯია“ – 14 წლიანი წარმატებული საქმიანობა:

განათლება

– ეკონომიკა და მართვა – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (წარჩინებით, 1993–1998)
– ფინანსები და საბანკო საქმე – ბათუმის უმაღლესი საფინანსო სკოლა (1996–1999)
პროფესიული განვითარება:
– ფინანსური ანალიზი – საქართველოს საბანკო ტრენინგ ცენტრი (2010)</span
– დოკუმენტური ოპერაციები და საკრედიტო ანალიზი – Barents Group / USAID (1998)
ნესტან აბაშიძე წარმოადგენს იმ ტიპის ლიდერს, რომელიც დარგობრივ ცოდნას, სტრატეგიულ ხედვასა და პასუხისმგებლობას აერთიანებს – ის დღესაც აქტიურად მონაწილეობს კომპანიის საკრედიტო პოლიტიკის განვითარებასა და რისკების მართვაში.

დავით მსახურაძე

თავმჯდომარის მოადგილე

დავით მსახურაძე — სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ექსპრეს კაპიტალი დავით მსახურაძე „ექსპრეს კაპიტალის“ გუნდს 2013 წელს, კომპანიის დაარსების დღიდან შეუერთდა საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე. მისი პროფესიონალიზმი, მაღალი პასუხისმგებლობა და ბიზნესპროცესების ღრმა ცოდნა მალევე გახდა კომპანიის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი. კარიერული წინსვლის შედეგად, 2021 წელს დავითი აირჩიეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, ხოლო 2023 წელს დაინიშნა საკრედიტო განყოფილების უფროსად, სადაც წარმატებით ხელმძღვანელობს საკრედიტო სტრატეგიის დაგეგმვას, რისკების მართვასა და დეპარტამენტის ოპერაციულ განვითარებას.დავითს ფინანსურ სექტორში 21-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. „ექსპრეს კაპიტალამდე“ იგი 2004–2008 წლებში მუშაობდა „ბათუმის ტერმინალში“, სადაც შეიძინა საბანკო და ლოჯისტიკურ-საფინანსო ოპერაციებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოცდილება.

განათლება

განათლების მიმართულებით, დავითმა 2004–2008 წლებში დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის მართვის სპეციალობით. მისი მრავალწლიანი საქმიანობა გამოირჩევა სტრატეგიული ხედვით, გუნდის მართვის მაღალ დონითა და მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღების უნარით, რაც მნიშვნელოვანი წვლილია კომპანიის სტაბილურ და მდგრად განვითარებაში.

მირანდა ქათამაძე

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

მირანდა ქათამაძე ექსპრეს კაპიტალის გუნდს 2017 წლის ოქტომბერში შეუერთდა, როგორც კომპანიის მთავარი იურისტი. მისი გამორჩეული პროფესიონალიზმი და შეუდარებელი ცოდნა კომპანიამ არაერთხელ დააფასა – 2021 წლიდან მირანდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, ხოლო 2024 წლის ივნისიდან ასრულებს კომპანიის დირექტორის ფუნქცია- მოვალეობებს.

  • მისი საქმიანობა კომპანიაში მრავალმხრივია: ამჟამად არის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იურიდიული მიმართულებით, ასევე საკრედიტო კომიტეტის წევრი და იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი.
  •  პარალელურად, 2024 წლიდან ცოდნას ახალგაზრდა თაობასაც უზიარებს – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბანკო სამართლის ლექციებს კითხულობს.

მირანდას ფინანსურ სექტორში მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება აქვს. მან თავი წარმატებით დაიმკვიდრა როგორც მიკროსაფინანსო, ისე არასაბანკო კომპანიებში მთავარი იურისტის პოზიციაზე. ასევე მუშაობდა მთავარ იურისტად არაერთ კერძო სექტორის ორგანიზაციაში.

განათლება

აკადემიური კარიერა: 2015 წელს მიიღო სამართლის ბაკალავრის ხარისხი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 2017 წელს ამავე უნივერსიტეტში დაასრულა სამართლის მაგისტრატურა საჯარო მმართველობის მიმართულებით. გარდა ამისა, მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ პროფესიულ ტრენინგსა და სტაჟირებაში.

დავით ნადირაშვილი

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

დავით ნადირაშვილი ტექნოლოგიებსა და ფინანსურ სექტორში 25 წელზე მეტი გამოცდილების მქონე პროფესიონალია. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს ბანკინგს, კორპორაციულ IT-ს, მედია სფეროსა და კულტურულ პროექტებს. 2017 წელს დავითი შეუერთდა „ექსპრეს კაპიტალ+“-ს პროგრამული უზრუნველყოფის მენეჯერის პოზიციაზე, სადაც პასუხისმგებელი იყო კომპანიის IT პროდუქტების განვითარებაზე და ტექნოლოგიური პროცესების ოპტიმიზაციაზე. 2021 წელს იგი არჩეულ იქნა სამეთვალყურეო საბჭოს წევრად. დავითს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს კერძო სექტორშიც — ის ასევე არის  მსხვილი სამშენებლო და საბანკო კომპანიების საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილების ხელმძღვანელი, სადაც მართავს ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურასა და IT სტრატეგიას. ასევე, 2012 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს ბათუმის კულტურის სამინისტროსთან და ბათუმის სცენაზე მუშაობს განათების სპეციალისტისა და GrandMA ოპერატორის პოზიციაზე. მისი პროფესიული გზა დაიწყო 1997–2001 წლებში, ჟურნალ „სარბიელ“-ში დიზაინერად და სისტემურ ადმინისტრატორად.

განათლება

განათლების მიმართულებით, დავითმა 2004–2008 წლებში დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის მართვის სპეციალობით. მისი მრავალწლიანი საქმიანობა გამოირჩევა სტრატეგიული ხედვით, გუნდის მართვის მაღალ დონითა და მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღების უნარით, რაც მნიშვნელოვანი წვლილია კომპანიის სტაბილურ და მდგრად განვითარებაში.

როსტომ თედორაძე

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

როსტომ თედორაძე ფინანსებისა და რისკების მართვის მიმართულებით 25 წლიან გამოცდილებას აერთიანებს. მისი კარიერა მოიცავს როგორც საჯარო სექტორში კრიმინალური გამოძიების უწყებას, ასევე მნიშვნელოვან პრაქტიკას კერძო სექტორში — პრობლემური სესხების მართვის მიმართულებით. როსტომ თედორაძემ პროფესიული გზა 1995–1998 წლებში რაიონული ინსპექტორის პოზიციით დაიწყო. 1998–2002 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში კრიმინალური გამოძიების უფროს ინსპექტორად, სადაც განვითარებული აქვს ანალიტიკური და რისკების შეფასების უნარები. 2003–2010 წლებში მუშაობდა შპს „ბათუმის ნავთობტერმინალში“ დაცვის სამსახურის ცვლის უფროსად. 2008 წლიდან როსტომი აგრძელებდა საქმიანობას სხვადასხვა საფინანსოკომპანიაში  პრობლემური სესხების მართვის მენეჯერად. 2015 წლიდან დღემდე როსტომ თედორაძე მუშაობს „ექსპრეს კაპიტალ+“-ში  საკრედიტო პორტფელის მონიტორინგის და პრობლემური სესხების მართვის მენეჯერად, სადაც პასუხისმგებელია რისკების შეფასებაზე, ვალდებულებების მართვაზე და გადახდისუნარიანობის აღდგენასთან დაკავშირებული პროცესების ოპტიმიზაციაზე. 2021 წელს იგი არჩეულ იქნა „ექსპრესკაპიტალ+“-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად.

განათლება

1990–1995 — ბაღათურის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობა: ფინანსები და კრედიტი